ქართველთა “ალ შამალი” ლიდერობას ინარჩუნებს

ქართველთა “ალ შამალი” ლიდერობას ინარჩუნებს

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალი” ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.

ქართველ ლეგიონერთა გუნდმა მორიგ ტურში “ალ ხორი” 79:73 დაამარცხა და 11 მოგებითა და 2 მარცხით პირველ პოზიციას ინარჩუნებს.

ცინცაძე მოედანზე ამჯერადაც არ გამოჩენილა, ბერიშვილმა კი 38 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მიშამ 5-დან 1 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.