სოლსკიაერის მიღწევები

სოლსკიაერის მიღწევები

პრემიერლიგის 25-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გასვლაზე „ლესტერი“ 1:0 დაამარცხა.

მას შემდეგ, რაც ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, გუნდმა 10-დან ცხრა შეხვედრა მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ხოლო უშუალოდ პრემიერლიგაში 8-დან შვიდი მოიგო.

ინგლისის ჩემპიონატში მანჩესტერელებმა ბოლო რვა შეხვედრაში 22 ქულა მოიპოვეს, რაც საუკეთესო შედეგია, მეორე ადგილზე 18 ქულით „ტოტენჰემია, ხოლო მესამეზე „ლივერპული“ 16 ქულით.

სულშერმა ინგლისის ჩემპიონატში, 8 შეხვედრაში, შვიდი მოიგო, ხოლო მოურინიოს შვიდი შეხვედრის მოსაგებად 17 მატჩის ჩატარება დასჭირდა.