მადრიდის რეალს გადაწყვეტილი აქვს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმერი იყიდოს. „რეალი“ პარიზელებს სანაცვლოდ ფრანგ ფორვარდ კარიმ ბენზემს სთავაზობს. ტრანსფერის ფასი სავარაუდოოდ 120 მილიონი ევროა.
ესპანური კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ნეიმარის ყიდვა კარგახანია სურს.
იტალიური „იუვენტუსისთვის“ რონალდოს მიყიდვის შემდეგ „რეალი“ მის პოტენცურ შემცვლელად ნეიმერს განიხილავდა. ტრანსფერის განხორციელება ამ დრომდე ვერ შედგა.
მიმდინარე სეზონზე ნეიმარი 13 მატჩში გამოვიდა. 13 ბურთი გაიტანა და 7 ჩაწოდება. პორტალი transfermarkt.com-ი ბრაზილელს 180 მილიონ ევროდ აფასებს.