ცნობილმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა რუსეთში ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ფეხბურთელების თამაშზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
"როგორც ადრე ვთქვი, მე მომწონს, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისთავად მონოპოლია ხდება.
უკრაინა ადრე გაღარიბდა. სხვა ქვეყნები მრავალფეროვანი პრობლემების გამო მაინც რუსეთზე არიან ორიენტირებულნი. არა გამონაკლისის სახით, მაგრამ ბუნებრივად.
დღეს რუსეთში თამაშობს საქართველოს საუკეთესო მცველი და შესაძლოა, საუკეთესო ფეხბურთელი საბა კვირკველია, მოვიდა რაკიცკი, რუსეთის გავლით წავიდა ოდილ ახმედოვი, ახლა აქ შომორუდოვია, სელიუკი კი ვიღაც სახელოვანს პიარს უკეთებს...
"ენისეიში" რაკიცკის ტრანსფერიდან 3 დღეში ჩამოვიდა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების არაუკანასკნელი ფეხბურთელი დანჩენკო. რაღაც არ ისმის წყევლა. მართლა, რატომ უნდა დავივიწყოთ ზინჩენკოს მიერ პრაქტიკის "უფაში" გავლა?
ეს ბიზნესია. ეს ბიჭების კარიერაა. ეს კარგი წესრიგია. თითოეული შვიდ ჩამოფასებულ იუგოსლავს სჯობს.
ეს საფეხბურთო სივრცეში მეტროპოლიის მდგომარეობაა, რომელიც რუსეთს მუქთად ერგო, როგორც ყოველთვის. შესაძლოა, ამჯერად განკარგვა გამოგვივიდეს.
ახლა კიდევ შარაპენკო ჩამოვა. თუ "კრასნოდარში" არა, "რუბინში". ცხოვრება სჯობს განავალპოლიტიკას", - წერს უტკინი სოციალურ ქსელში.