ფეხბედნიერი გიორგი ლორია - კარი ისევ მშრალად შეინახა და

ფეხბედნიერი გიორგი ლორია - კარი ისევ მშრალად შეინახა და "მაგდებურგმა" ისევ გაიმარჯვა!

1 თებერვალს, მეორე ბუნდესლიგის მე-20 ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგმა" სტუმრად "ინგოლშტადტი" 1:0 დაამარცხა.

"ინგოლშტადი" ერთ-ერთი აუტსაიდერია, "მაგდებურგი" ამ შეხვედრამდე მხოლოდ 1 ქულით უსწრებდა და ეს ფაქტიურად 6 ქულისთვის მატჩი იყო.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ და მატჩის ბოლოს გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

ლორიას გასულ ტურში "აუესთან" შეხვედრაში დიდი სამუშაო არ ჰქონია, ამჯერად კი ოთხჯერ მოიგერია მის კარში დარტყმული ბურთი და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

"მაგდებურგს" 30 სექტემბრის შემდეგ გამარჯვება არ ჰქონდა ჩემპიონატზე მოპოვებული და რაც ლორია ჩადგა ამ გუნდის კარში, ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

"მაგდებურგი" 17 ქულით მე-15 ადგილზეა და 10 თებერვალს "ჰოლშტეინს" მასპინძლობს.