ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ მცველ მარსელოს თავისთან ეპატიჟება და უკვე კონკრეტული წინადადებაც გაამზადა. Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვე“ მზადაა „რეალს“ 45 მილიონი ევრო გადაუხადოს ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ.
თავად მარსელოს კი, სამწლიან კონტრაქტს და სეზონში 12 მილიონ ევროს ჰპირდებიან. როგოც იტალიური მედის იტყობინება, ფლორენტინო პერესს არ სურს ბრაზილიელთან შელევა, მაგრამ თავად მარსელომ გუნდს ზაფხულში ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა.
შეგახსენებთ, რომ მარსელო „რეალის“ ღირსებას 2007 წლიდან იცავს. თუ ეს ტრანსფერი შედგა, მაშინ „იუვენტუსი“ ალექს სანდროს „მანჩესერ სიტიში“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაასხვისებს.