ანტონიო კონტეს მადრიდის „რეალის“ მწვრთნელობას სთავაზობდნენ.
ამის შესახებ იტალიელმა სპეციალისტმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
„მქონდა შესაძლებლობა, „რეალის“ მწვრთნელი გავმხდარიყავი, მაგრამ უარი ვთქვი. მირჩევნია მუშაობა გუნდთან სეზონის დასაწყისში დავიწყო. მე კი პოსტი მაშინ შემთავაზეს, როდესაც „რეალი“ მოხარშულ კარტოფილს ჰგავდა და ჩემი მხრიდან ასეთი პასუხისმგებლობის აღება უგუნურობა იქნებოდა,“- აღნიშნა კონტემ.