Okdiario:

Okdiario: "რეალში" დიდი წმენდა დაიწყება - 7 ფეხბურთელს გამოემშვიდობება

Okdiario ირწმუნება, რომ ზაფხულში "რეალი" სერიოზულად გადახალისდება.

გამოცემის მტკიცებით, გუნდს 7 ფეხბურთელი დატოვებს:

მეკარე კეილორ ნავასი, მცველები მარსელო და ხესუს ვალეხო, ნახევარმცველები ლუკას ვასკესი, დანიელ სებალოსი და ისკო და თავდამსხმელი გარეთ ბეილი.

ეს გამოწვეულია ლა ლიგაზე ბლანკოსის სუსტი თამაშით, რადგან "ბარსელონას" უკვე 10 ქულით ჩამორჩა, თუმცა ესპანეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას აგრძელებს.