ოფიციალურად: მერებაშვილმა

ოფიციალურად: მერებაშვილმა "ვისლასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი პოლონეთში რჩება. როგორც პლოცკის „ვისლას“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, მხარეებმა კონტრაქტი 1 წლის ვადით გაახანგრძლივეს.

შედეგად, გიორგი „ვისლაში“ დარჩა. მოგეხსენებათ, არცთუ დიდი ხნის წინ თავად ამბობდა, რომ გუნდმა ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ დათანხმდებოდა თუ არა, გადაწყვეტილი არ ჰქონდა. ახლა კი, 32 წლის ქართველმა შემტევმა ახალ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა.

მერებაშვილი „ვისლას“ ღირსებას 2016 წლიდან მოყოლებული იცავს. ამ დროის განმავლობაში გიორგიმ 81 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი მიითვალა.