სოლსკიაერი: „კავანი, მბაპე და ნეიმარი, საუკეთესო შეტევის ხაზია ევროპაში“

სოლსკიაერი: „კავანი, მბაპე და ნეიმარი, საუკეთესო შეტევის ხაზია ევროპაში“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლსკიაერს, მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური რაუნდი „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ, მისი გუნდისთვის ერთგვარი გამოცდა იქნება.

„პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრა უთუოდ ერთგვარი გამოცდა იქნება ჩვენთვის. გუნდის გადაწყობა მიმდინარეობს და პარიზელებთან წარმატებული თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ. მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ. კავანი, მბაპე და ნეიმარი კი, საუკეთესო შეტევს ხაზია ევროპაში.“ - უთხრა სოლსკიაერმა ღMჩ-ს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ - „მანჩესტერის“ პირველი მერვედფინალური შეხვედრა მანჩესტერში, 12 თებერვალს გაიმართება. საპასუხო პარიზში - 6 მარტს.