"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა უკამყოფილო დარჩა "ნიუკასლთან" (1:2) თავისი გუნდის თამაშით.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი ნახევარი საათის განმავლობაში ელაპარაკებოდა ფეხბურთელებს გასახდელში თამაშის შემდეგ და მათ პრეტენზიებს უცხადებდა.
გვარდიოლა უყვიროდა, რომ გუნდმა პირველი გოლის შემდეგ თამაში შეწყვიტა და აგრესიულობა დაკარგა, იმის მაგივრად, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანა.