„დინამო თბილისმა“ კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში 26 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი ვიქტორ მონხილი ითამაშებს.
ვიქტორმა საფეხბურთო კარიერა „ვალიადოლიდის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2012 წლიდან „ატლეტიკო მადრიდის“ მეორე გუნდში გამოდიოდა, შემდეგ „ალკოიანოს“, „მერიდას“ და „პონტევედრას“ ღირსებას იცავდა. ბოლო სეზონი მცველმა „ლევანტეს“ რიგებში გაატარა. ვიქტორ მონხილმა „დინამო თბილისთან“ ხელშეკრულება ერთი წლით გააფორმა.