ლუის გარსია „ვილეარეალიდან“ გაუშვეს

ლუის გარსია „ვილეარეალიდან“ გაუშვეს

საფეხბურთო კლუბის, „ვილეარეალის“ ხელმძღვანელობამ ლუის გარსიას მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინა. მიზეზი ესპანეთის ჩემპიონატში კლუბის მიერ ნაჩვენები კატასტროფული შედეგი გახდა. გარსიას ხელმძღვანელობით „ვილეარეალმა“ ერთი თამაშიც კი ვერ მოიგო.

სატურნირო ცხრილში კლუბი მე-19 ადგილს იკავებს. „ვილიარეალი“ ლუის გარსიამ გასული წლის 10 დეკემბერს ჩაიბარა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან მხოლოდ 50 დღე იმუშავა.