კლუბ „ბარსელონისა“ და ნეიმარის სასამართლო მარტში ჩატარდება

კლუბ „ბარსელონისა“ და ნეიმარის სასამართლო მარტში ჩატარდება

კლუბ „ბარსელონასა“ და ნეიმარის სასამართლო პროცესი გადაიდო და ის მარტში გაიმართება. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

ბრაზილიელი ვარსკვლავი ე.წ. ლოიალობის ბონუსის გადაუხდელობის გამო კლუბს უჩივის. ეს თანხა კი დაახლოებით 26 მილიონ ევროა. "ბარსელონა" კი ნეიმარს კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს და ბრაზილიელისგან 75 მილიონ ევროს ითხოვს.

ნეიმარი ბარსელონიდან პარი სენ-ჟერმენში 2017 წელს გადავიდა.