ემილიანო სალას ძებნა განახლდება

ემილიანო სალას ძებნა განახლდება

მყვინთავები თვითმფრინავის ძებნას შეუდგებიან, რომელიც 22 იანვარს ლა-მანშის თავზე გაუჩინარდა. ბორტზე „კარდიფ სიტის“ არგენტინელი ფეხბურთელი, ემილიანო სალა იმყოფებოდა. ამის შესახებ Goal.com-ი წერს.

მყვინთავების ჯგუფი ინგლისის საუთჰემპტონში დაიქირავეს და მუშაობის დასაწყებად ამინდის შესაბამის პირობებს ელოდება. მათ ნავებიც შეუერთდებიან.

სამძებრო ოპერაციის განახლება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პლატფორმაზე GოFუნდMე 339 000 ევრო შეგროვდა. ფეხბურთელის სამძებრო სამუშაოების განახლების მოთხოვნით პეტიცია 25 იანვარს შეიქმნა.

ემილიანო სალა „კარდიფ სიტიმ“ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის „ნანტიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა. ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი ავიაკატასტროფამდე 1 კვირით ადრე მოაწერა.