პოპულარული თანამედროვე სქოთი მომღერლის – სუზან ბოილის რიგით მეორე ალბომმა განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა და როგორც მის სამშობლოში, ასევე, შეერთებულ შტატებშიც, სუზენის სიმღერები ჩარტების სათავეში მოგვევლინნენ.
როგორც იცით, სუზან ბოილი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილ ინგლისურ ტელე–გადაცემაში – Britain's Got Talent-ში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ, მომღერალი ქალით დაინტერესება, უფრო და უფრო მზარდ სახეს იღებს. სიუზენის ახალი ალბომი, რომელსაც “The Gift“ ჰქვია, მელომანთათვის დახლებზე ამ თვის დასაწყისში გამოვიდა და როგორც ბრიტანელები იუწყებიან, გამოსვლისთანავე, რამდენიმე დღეში, 316 ათასი ცალი დისკი გაიყიდა, რაც ბრიტანეთითვისაც კი უზარმაზარი ციფრია.