კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის უფროსი ვაჟი - პრინცი ჯორჯი სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წევრია. 5 წლის ბიჭუნას თითოეული გამოჩენა საზოგადოებისთვის დაუვიწყარი და სიხარულის აღმძვრელია, რის შესახებაც Daily Mail-ის მიერ, ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნებული სტატიაც მეტყველებს.
როგორც გამოცემა იუწყება, იანვრის თვეში პრინცი ჯორჯი და შარლოტა რამდენიმე დღის მანძილზე ქეითის დედასთან - ქეროლთან იმყოფებოდნენ. სწორედ ამ ვიზიტის დროს მიეცა ერთ-ერთ ქუჩაში გამვლელს საშუალება, რომ ჯორჯს გამოლაპარაკებოდა.
პრინცი ჯორჯი თავად გაემართა ქალბატონისკენ, რომელიც ძაღლს ასეირნებდა და როდესაც უცნობმა მას სახელი ჰკითხა ჯორჯმა საკუთარი თავი სულ სხვა სახელით მოიხსენია.
"არჩის მეძახიან" - ამგვარად უპასუხა ჯორჯმა ბრიტანელ ქალბატონს, რომელმაც რა თქმა უნდა იცნო ის.
უცნობია რა მიზეზით უწოდებს საკუთარ თავს ჯორჯი ამგვარად, ზოგიერთი ტაბლოიდი აღნიშნავს რომ ეს პატარის უბრალო აჩემებაა, ზოგის აზრით შესაძლოა მას ოჯახში ასე მიმართავენ, თუმცა ყველაზე სანდო ვარაუდი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებაა, რადგან პატარა პრინცისადმი უკვე გაჟღერებულა მუქარა.