დაობებული კედლები, თაგვები და ცარიელი სტადიონები -

დაობებული კედლები, თაგვები და ცარიელი სტადიონები - "ტორპედოს" ყოფილი ლეგიონერი საქართველოში ყოფნის პერიოდს იხსენებს

ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველი მარეკ ჰლინკა საქართველოში გატარებულ პერიოდს ნეგატიურად იხსენებს.

"სათასო თამაშები უფრო მაღალ დონეზე ტარდებოდა, რასაც ვერ ვიტყვი ჩემპიონატზე. არავითარი პროფესიონალიზმი. მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ვარჯიშებზე გასართობად დადიოდნენ. არანაირი პროგრესი. პირობები - კატასტროფა! გუნდს არ ჰქონდა ტრენაჟორების დარბაზი და სამედიცინო პუნქტი. მოედანი არ ვარგოდა, ბურთი ხტუნავდა.

თითქოს დრო გაჩერდა, ასეთი არაფერი არ მინახავს. ძველი შენობები, სასადილო და საუნა, რომელშიც შესვლა საშიში იყო. სასტუმროში კედლები დაობებული იყო და თაგვები დარბოდნენ. "ტორპედოსა" და "დინამოს" მატჩები საქართველოში  ყველაზე დაძაბულია, თბილისში 55-ათასიან სტადიონზე კი მხოლოდ 300 მაყურებელი მოვიდა.

იქაურს ჩეხეთისა და სლოვაკეთის ცხოვრების პირობებს ვერ შეადარებ. ქუთაისში სპაც კი არ იყო და 140 კილომეტრით დაშორებულ ბათუმში მოგვიწია წასვლა.

მითხრეს, ხელშეკრულება გაწყვეტილი გაქვსო და რადგან ხელი არაფერზე არა მაქვს მოწერილი, იურისტებს მივმართე. შვებულებაში ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ კლუბი ჩინელმა ინვესტორმა დატოვა. სახლში ვემზადებოდი, მინდოდა ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი ჩამემთავრებინა. მჯერა, ჩემს კუთვნილ თანხას ავიღებ", - განუცხადა ჰლინკამ sport. aktuality.sk-ს.