ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ახალი დიზაინის ბურთით ითამაშებენ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ახალი დიზაინის ბურთით ითამაშებენ

უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები ახალი დიზაინის ბურთით გაიმართება. უეფას პრესსამსახურმა განახლებული ბურთი უკვე წარუდგინა ფართო საზოგადოებას.

„ადიდასის“ ახალი ბურთი თეთრი, წითელი და ყვითელი ფერებისგან შედგება. ჯგუფურ ეტაპზე კი, ძირითადად ლურჯი ფერი სჭარბობდა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება 12 თებერვალს, „მანჩესტერი“ - პსჟ-სა და „რომა“ – „პორტუს“ მატჩებით განახლდება. ფინალი კი, 1 ივნისს, მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შედგება.