გოგა ბითაძე ევროლიგის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გოგა ბითაძე ევროლიგის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გოგა ბითაძემ ევროლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. გათამაშების მეოცე ტურში, „ბუდუჩნოსტმა“, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს, ესპანეთის „გრან კანარია“ 75:70 დაამარცხა.

ბითაძემ კი 28 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მომდევნო მატჩს „ბუდუჩნოსტი“ 1 თებერვალს, ტურნირის ერთ ერთ საუკეთესო გუნდთან, მოსკოვის „ცეესკასთან“ გამართავს.