ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდეთა ნაკრების კაპიტნის, ზურა დათუნაშვილის განცხადებით, ეროვნულ გუნდში, მთავარი მწვრთნელი, ბექა როყვა არაფერს წყვეტს და მისი პოსტზე ყოფნა ფორმალობაა.
დათუნაშვილის თქმით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ყველაფერს, პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე წყვეტს.
„ბექა როყვა არაფერს არ წყვეტს. ბექა როყვა არის ფორმალურად. ბერძნულ-რომაულში წყვეტს ვლადიმერ გეგეშიძე. დაუსვით ბექა როყვას შეკითხვა და გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.