ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი, ანტერო ენრიკე, შესაძლოა, უახლოეს ხანში დაითხოვონ და მის მაგიერ, ამ თანამდებობაზე არსენ ვენგერი დანიშნონ - გადმოგვცემს ESPN.
წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობის ენრიკესადმი მთავარი პრეტენზია იმაში გამოიხატება, რომ მან ვერ შეძლო ადრიენ რაბიო კლუბში დარჩენაზე დაეყოლიებინა. ასევე, არ მოსწონთ, რომ აიაქსელმა ფრენკი დე იონგმა, პსჟ-ს „ბარსელონა“ ამჯობინა.
ვენგერი ლონდონის „არსენალში“ 1996-2018 წლებში მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში „მეთოფეებმა“ სამჯერ მოიგეს პრემიერლიგა, შვიდჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი.