გაიმართა 2019 წლის კოპა ამერიკის წილისყრა. შეგახსენებთ, რომ რიგით 46-ე გათამაშება ბრაზილიაში გაიმართება 14 ივნისიდან 7 ივლისამდე. ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაიცავს ჩილეს ეროვნული გუნდი, რომელმაც ბოლო ორ ფინალში არგენტინას მოუგო. ორივეჯერ პენალტებით.
ტურნირში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მათგან ორი მოწვეულია - იაპონია და ყატარი.
ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:
A ჯგუფი: ბრაზილია, პერუ, ბოლივია, ვენესუელა
B ჯგუფი: არგენტინა, კოლუმბია, პარაგვაი, ყატარი
ჩ ჯგუფი: ურუგვაი, ეკვადორი, იაპონია, ჩილე
რეგლამენტით, ჯგუფური ეტაპის კვალად, გაიმართება მეოთხედფინალები, შემდეგ ნახევარფინალები, მესამე ადგილისთვის მატჩი და ბოლოს ფინალი - 7 ივლისს, რიო დე ჟანეიროში, „მარაკანას“ სტადიონზე.