„კარდიფ სიტის“ თავდამსხმელ ემილიანო სალას უკვე მეორე დღეა წარუმატებელად ეძებენ. როგორც გერნსის პოლიცია იტყობინება, 9-საათიანი სამძებრო ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა და დაბნელების გამო შეჩერდა.
აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში სალას თვითმფრინავს რამდენიმე ვერტმფრენითა და გემით ეძებედნენ, მაგრამ უშედეგოდ. დილით სამძებრო სამუშაოები ისევ განახლდება.
შეგახსენებთ, ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა, თუმცა დაშვებამდე 1 საათით ადრე მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ბრიტანული მედიის ცნობით, პოლიციას არგენტინელი ფეხბურთელისა და პილოტის ცოცხლად პოვნის იმედი არ აქვთ.