ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა

ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პიტსონსმა" ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონში 22-ე გამარჯვება იზეიმა, ვეტერან ქართველ ცენტრს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

ტრავმირებული ანდრე დრამონდის არყოფნაში, ზაზა ისევ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და "ნიუ ორლეან პელიკანსთან" მოგებულ (98:94) მატჩში მოედანზე 31 წუთი გაატარა.

აღნიშნულ დროში ზაზას მონაგარი 8 ქულა, 10 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.

ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ვთქვათ ისიც, რომ ფაჩულიას მოედანზე ყოფნის პერიოდში დეტროიტელებმა მეტოქეზე 8 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

"პისტონსის" რიგებში ყველაზე შედეგიანი ბლეიკ გრიფინი იყო 37 ქულით, 9 მოხსნითა და 7 პასით, "პელიკანსს" კი 29 ქულით ჯრუ ჰოლიდეიმ ულიდერა.

"პისტონსმა" 21 მოგება და 26 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ დივიზიონში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 26 იანვარს ზაზას ყოფილ გუნდ "დალას მავერიქსთან" გამართავს.