ნეიმარი დაშავდა და მინდვრიდან გასვლისას, ცრემლი ვერ შეიკავა

ნეიმარი დაშავდა და მინდვრიდან გასვლისას, ცრემლი ვერ შეიკავა

საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში, „პარი სენ-ჟერმენმა“ თავის „პარკ დე პრენსზე,“ „სტრასბურს“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა. გოლები ედინსონ კავანიმ და ანხელ დი მარიამ გაიტანეს, მე-4 და მე-80 წუთებზე.

მაგრამ მთავარი ამ მატჩში ეს არ იყო. 62-ე წუთზე ნეიმარმა უხერხულად დაადგა მინდორს ფეხი, ისე ჩანდა, რომ კოჭი ამოიბრუნა და თამაში ვეღარ გააგრძელა.

მოედნიდან გასვლისას ბრაზილიელმა ცრემლი ვეღარ შეიკავა. რამდენად სერიოზულია ტრავმა, უახლოეს ხანში გაირკვევა.