მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი) მაცხოვრის აღდგომის ტაძრის საძირკვლის ჩაყრის კურთევაზე, 2012 წლის 22 სექტემბერს
მღვდელმთავრის და სასულიერო პირთა ვალდებულებათა შესახებ
შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მათ აგრეთვე სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ. ეს ძალა არის სულიწმინდა უფალი, ქრისტე უწოდებს რა მოციქულებს სოფლის ნათელსა და ქვეყნის მარილს მათ ყველა სხვა ადამიანებისაგან გამოყოფს და განასხვავებს. წმინდა მღვთელმთავარი ამბროსი მედიოლანელი გვეუბნება და ასეთ შეფასებას იძლევა, თქვენ მინდობილი გაქვთ განგებულება ღვთაებრივ საიდუმლოთა, თქვენ საზრუნავად მინდობილი გაქვთ ერის ზნეობრიობის დაცვა, მასზე ფხიზლად თვალყურის დევნა მისივე გადარჩენისთვის, თქვენ აუცილებლად მოვალეობად გეკისრებათ დაცვა გონების სიფხიზლისა და გულის სიწმინდისა და სიმართლისა, ყოველივე ამის საფუძველი კი ქრისტეა, ხოლო მისადმი სრული რწმენა უმაღლესი სიბრძნეა.
1.მღვთელმთავარი, მწყემსნი თვით ღმერთის მიერ არიან დადგენილნი, ისინი ასწავლიან ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანებს, ღვთისა ძის- ქრისტეს სისხლით გამოსყიდულებს და არა პირუტყვებს, ბევრმა კი დაკარგა ადამიანური ღვთის ხატება და მსგავსება.
ვისაც სხვათა წინამძღვრობა, გზის ჩვენება უნდა, ეს ეხება ყველას საეროსაც და სასულიეროსაც, წინ თვითონ უნდა წავიდეს, მხოლოდ უნდა ვიდოდეს, სიმართლით, პატიოსნებით, სიყვარულით, როგორც ბრძანებს მაცხოვარი მე მოვედი იმისათვის რათა არა ვიმსახურო სხვა, არამედ ვემსახურო ყველას, დღეს კი პირიქით ხდება, ხალხი უნდათ მონებად და ზომბებად გადააქციონ.
2.წინამძღვარი ერს გამუდმებით უნდა ასწავლიდეს და მას ისინი ჭეშმარიტებისაკენ უნდა მიჰყავდეს, ღვთის შიშს და სიყვარულს უნდა ნერგავდეს ხალხის გულში და არა პირიქით ადამიანს ადამიანის ეშინოდეს, მოუნანიებელ ცოდვილებს ღვთის სამსჯავროს უნდა ახსენებდეს. შეძრწუნებულებს, მერყევებს და სასოწარკვეთილებაში მიდრეკილებს ღმერთის მოწყალებითა და სახარებისეული ნუგეშისცემით უნდა ამხნევებდეს, მწყემსი ვალდებულია არა მარტო ტაძარში იქადაგოს არამედ ყველგან, სადაც მისი სამწყსო და ხალხია შეკრებილი, ქრისტე სოფლის მაცხოვარი არა მარტო სოლომონის ტაძარში ასწავლიდა, არამედ სახლებშიც უდაბნოშიც და სხვა ადგილებშიც. საზოგადოება მართალი სიტყვით უნდა გამოკვებო და არა სიცრუითა და უზნეობით.
3.არსებობს ორგვარი ხალხი, ერთნი რომელთაც არ სწამთ ღმერთი და არ ეშინიათ მომავალი სამსჯავროსი, რამეთუ მათი ღმერთი თანამდებობაა, მათი ღმერთი ფულია და მათი რწმენა მხოლოდ სტომაქზე გადის და მეორე კატეგორია, რომელთაც აქვთ რწმენა და შიში ღვთისა. ვიცოდეთ საზოგადო მამხილებელი სიტყვა სხვაგვარად ითქმის, კონკრეტული პირისადმი მიმართული სხვაგვარად. საზოგადო მიმართვა შეიძლება უფრო მკაცრი და მკვეთრი იყოს, რომ ცოდვილებს სიცრუის მქადაგებელთ, უწესოებას გულში ელდა ეცეთ და იქნება გამოფხიზლდნენ ცოდვის ძილისაგან. როცა გინდა ერთი კაცის მხილება შენთვის და მისთვის ცნობილი ცოდვების გამო, რომელიც მე პირადად ბევრი ვიცი, თუ რა ჭაობში არიან ჩაფლული, ყოველთვის ვცდილობ მათ ფაქიზად მიუდგე, რომ ამ ცოდვის იარებისგან გავწმინდო, მაგრამ მათ არ ესმით, იქით მასწავლიან ჭკუას და ხმასაც კი იმაღლებენ ჩემს წინაშე, მაგრამ ისევ გავიმეორებ როდესაც ადამიანები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, სჯულს არღვევენ და მე ზუსტად ვიცი თუ რა ცოდვებში იმყოფებიან, უკვე აქ დუმილი იუდას ცოდვის ტოლფასია და არ უნდა დაემსგავსოთ იმ ძაღლს რომელიც არ ყეფს, როდესაც ქურდები თავს ესხმიან შენს სახლს ძარცვავენ, ან მგლები ფარას რომ დაეცემიან და ანადგურებენ, სწორედ ამას ვაკეთებ და ამას გავაკეთებ ჩემი სიცოცხლის ბოლომდე და თუ ამას ვერ გაიგებს ადამიანი ან ადამიანები მე მათთან არაფერი მესაქმება.
დღეს როდესაც სიმართლეს ეუბნები და ცოდვაში ამხელ ადამიანებს მათივე სასიკეთოდ ისინი მაშინვე მტრად გთვლიან, ასეთები ეშმაკის სამსახურში დგანან.
მე ვალდებული ვარ გულმოდგინედ ვევედრო ღმერთს ჩემი თავითვისაც და ხალხისთვისაც განურჩევლად რათა შემეწიოს მეც და ყველა ადამიანს.
თუ რა სათნოებები და მონდომება უნდა ჰქონდეს მღვდელმთავარს ამის შესახებ გვეუბნება მოციქული ტიმოთეს მიმართ პირველი და მეორე ეპისტოლესა და ტიტეს მიმართ ეპისტოლეში წაიკითხეთ და გულისხმაჰყავით, აღნიშვნის ღირსია მისი სიტყვები:
ჯერ-არს ეპისკოპოსი, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმინდა, შემკულ სიმაღლითა, სტუმართმოყვარე, სწავლულ, არა ანგარ, არა საძაგელის შემძინებელ, არამედ მყუდრო, ვერცლის უყვარულ, თვისისა სახლისა კეთილად განმგებელი, შვილნიცა უსხენ დამორჩილებულნი ყოველთა ღირსებათა (1 ტიმ 3, 2-4).
და ბოლოს სასულიერო პირი ღმერთის წარმოგზავნილია, რომლის სიმართლე, ზნეობა, პატიოსნება არ მოსწონთ იმას, ვინც უღმერთოდ ცხოვრობს არ უყვარს მწყემსისაგან მხილება. ისინი მრავალ ბრალეულობას სიცრუეს უგონებენ და უვრცელებენ, ეს არა მარტო მათ არამედ მათ შთამომავლებსაც მძიმე ტვირთად დააწვება.
სასულიერო პირებს მრავალი განსაცდელები მოელის, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მათ ებრძვიან ეშმაკნი და ბოროტი ადამიანები, ამიტომ ვსაჭიროებთ ღვთისა და თქვენგან განსაკუთრებულ შეწევნას ლოცვით და საქმით და გააძლიერებს. სახლის კეთილდღეობა კეთილ მეპატონეზეა დამოკიდებული, მეომართა კეთილდღეობა კეთილ და გონიერ მხედართმთავარზე, ზღვაში ხომალდის კეთილდღეობა კეთილ მესაჭეზე.
ილოცეთ, რომ მწყემსნი იყონ ბრძენნი და კეთილნი, მაშინ ქრისტიანული საზოგადოებაც კეთილდღეობით იცხოვრებს.
ღმერთმა დაგლოცოთ.