22 იანვარს ჰაცუ ბაშოს X საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც გაგამარუმ მე-6 გამარჯვება იზეიმა.
თეიმურაზ ჯუღელი კიოკუტაისეის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ გაგამარუს ბალანსი ტურნირზე 6:4-ზე გაუხდა. აღსანიშნავია, რომ აქამდე გაგამარუს კიოკუტაისეისთან უარყოფითი ბალანსი 2:5-ზე ჰქონდა.
ქართველ ფალავანს კიდევ ორი გამარჯვება დარჩა დადებითი ბალანსის გასაფორმებლად.
ჯუღელის მომდევნო მეტოქე ჰაცუ ბაშოზე ენჰო იქნება, ვისაც სულ ერთხელ შეხვედრია და ბრძოლა მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.
ბაშოს დასრულებამდე 5 დღე დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოდან ტრავმის გამო მოიხსნა.