თვითმფრინავი, რომელშიც არგენტინელი ფეხბურთელი იმყოფებოდა, რადარებიდან გაუჩინარდა

თვითმფრინავი, რომელშიც არგენტინელი ფეხბურთელი იმყოფებოდა, რადარებიდან გაუჩინარდა

21 იანვრის საღამოს გაუჩინარებულ მცირეძრავიანი თვითმფრინავს ამ დრომდე ეძებენ. თვითმფრინავი საფრანგეთიდან უელსში, ქალაქ კარდიფის მიმართულებით მიფრინავდა.

ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა, თუმცა ის ამ დრომდე არ უპოვიათ.

როგორც BBC იტყობინება, თვითმფრინავში 2 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი არგენტინელი თავდამსხმელი ემილიანო სალაა. ის საფეხბურთო კლუბმა „კარდიფ სიტიმ“ ცოტა ხნის წინ შეიძინა, კონტრაქტს ხელი კი გასულ კვირას მოეწერა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.