კრიშტიანუ რონალდუ სასამართლოს წინაშე წარდგა

კრიშტიანუ რონალდუ სასამართლოს წინაშე წარდგა

ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის სასამართლოს წინაშე წარდგა. მას გადასახადებისგან თავის არიდებაში ედება ბრალი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში მას 18,8-მილიონი ევროს სახით ჯარიმა დაეკისრება.

ფეხბურთელის გამოჩენამ სასამართლოსთან აჟიოტაჟი გამოიწვია. ის მოსამართლეს სთხოვდა, რომ მოსმენას ვიდეოთი დასწრებოდა, თუმცა ამაზე უარი მიიღო.

BBC-ის ცნობით, რონალდუ წინასწარი შეთანხმებით თავს დამნაშავედ აღიარებს და მას 23 თვით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.