ჰაცუ ბაშო. IX დღე: გაგამარუ მიტორიუს ვერ მოერია

ჰაცუ ბაშო. IX დღე: გაგამარუ მიტორიუს ვერ მოერია

21 იანვარს ჰაცუ ბაშოს IX საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც გაგამარუმ მე-4 მარცხი იწვნია.

თეიმურაზ ჯუღელი მიტორიუს შეხვდა და უავატენაგეს ილეთით დამარცხდა. ამ დროისთვის გაგამარუს ბალანსი ტურნირზე 5:4-ზეა. მას დადებით ბალანსამდე 3 გამარჯვება აშორებს.

ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე კიოკუტაისეი იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 2:5-ზე აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოდან ტრავმის გამო მოიხსნა.