ჟოზე მოურინიომ გაამხილა, როგორ იმალებოდა გასახდელში ჭუჭყიანი თეთრეულის ყუთში

ჟოზე მოურინიომ გაამხილა, როგორ იმალებოდა გასახდელში ჭუჭყიანი თეთრეულის ყუთში

მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გაამხილა, როგორ იმალებოდა "ჩელსის" გასახდელში ჭუჭყიანი თეთრეულის ყუთში.

ის დისკვალიფიცირებული იყო, არ ჰქონდა გასახდელში ყოფნის უფლება და ასეთი უცნაური ხერხით მოახერხა გუნდის მატჩის წინ დამოძღვრა. VIP ლოჟაში ქუდით იჯდა ჟოზეს თანაშემწე რუი ფარია და ეჭვობდნენ, რომ ის ყურსასმენებით მითითებებს იღებდა, ხოლო მეკარეების მწვრთნელი სილვინო ლაურო ხშირად გადიოდა გასახდელში და ქაღალდის ფურცლებით ბრუნდებოდა.

"დიახ, ეს მართლაც ასე იყო. 2005 წელი: "ჩელსი" - "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაზე დიდი მატჩი იყო. ფეხბურთელებთან უნდა ვყოფილიყავი და ეს მოვახერხე.

გასახდელში ადრე მივედი, თამაში კი 19:00 საათზე იწყებოდა. არავის დავუნახივარ, მაგრამ შემდეგ იქიდან შეუმჩნევლად უნდა გავსულიყავი.

სტიუარტ ბანისტერმა, რომელიც გუნდში ეკიპირებაზეა პასუხისმგებელი, ყუთში ჩამსვა. თავსახური ოდნავ ახდილი იყო, რათა სუნთქვა შემძლებოდა. როდესაც სტიუარტს ყუთი გასახდელიდან გაჰქონდა, უკან უეფას წარმომადგენლები გაჰყვნენ, რომელთაც ჩემი გამოჭერა ძალიან უნდოდათ.

ბანისტერს თავსახურის დახურვა მოუწია. როდესაც გახსნა, ვიხრჩობოდი. სიკვდილთან ახლოს ვიყავი. სერიოზულად", - გაიხსენა ის ამბავი პორტუგალიელმა beIN Sports-ის ეთერში.

ის მატჩი "ჩელსიმ" 4:2 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.