ზაზას 7 ქულა, 12 მოხსნა და მარცხი ბოლო წამზე

ზაზას 7 ქულა, 12 მოხსნა და მარცხი ბოლო წამზე

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" შინ "საკრამენტოსთან" 101:103 დამარცხდა. "დეტროიტის" ძირითად ცენტრს ანდრე დრამონდს ტრავმის გამო არ უთამაშია და ფაჩულია პირველად მიჩიგანელების სასტარტო 5-ეულში იყო, ქართველმა პირველი სადაო გდებაც მოიგო და პარკეტზე კარგად გვარიანადაც გაისარჯა.

ზაზამ 35 წუთი ითამაშა, გუნდს 7 ქულა, 12 მოხსნა, ერთი ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. ფაჩულია 12 მოხსნით, ამ კატეგორიაში ორივე გუნდის კალათბურთელებს შორის საუკეთესო იყო. 7-დან სამი ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმოს როლა გამოიყენა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მთელი მატჩის განმავლობაში "დეტროიტი" ანგარიშით სულ წინ იყო, მაქსიმალური სხვაობა +14 ქულაც იყო, მაგრამ ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. მატჩის დასრულებამდე სამი წამით ადრე ფაჩულიას გუნდი 101:100-ს იგებდა, ბურთი "საკრამენტოს" უკანახაზელმა ბადი ჰილდმა მიიღო, რომელმაც მატჩის საფინალო სირენასთან ერთად გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო.

ყველაზე მეტი 38 ქულა ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო, "საკრამენტოში" 35 ქულით საუკეთესო ჰილდი გახლდათ.

"დეტროიტი" 20 მოგებით და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრაში მიჩიგანელები გასვლაზე "ვაშინგტონს" დაუპირისპირდება, მატჩი 21 იანვარს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.