ირანი ურანის გამდიდრებას გეგმავს

ირანი ურანის გამდიდრებას გეგმავს

ირანი ურანის გამდიდრებას გეგმავს, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა. ალი აქბარ სალეჰის თქმით, ურანის გამდიდრება თეირანისთვის დაშვებული  ნორმების  ფარგლებში იგეგმება. ინფორმაციას Kronen Zeitung-ი ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, შეთანხმებულია თუ არა თეირანის ეს გადაწყვეტილება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან. მაღალჩინოსნის განმარტებით, ირანს საკუთარი რეაქტორებისთვის 20-პროცენტიანი სისუფთავის ბირთვული საწვავის შექმნა სურს.

სალეჰი ამბობს, რომ  თეირანის რეაქტორი ძველ საწვავზე მუშაობს, ახალი კი ეფექტიანობას  გააუმჯობესებს.