მომღერალი მაია დარსმელიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ "მიშისტია" და არასდროს ყოფილა ისეთი პოლიტიზირებული, როგორც ახლა.
"არავითარი შუალედური პოზიცია - მე "მიშისტი" ვარ და დაე, გეზიზღებოდეთ ამის გამო, არასოდეს არ ვყოფილვარ ასეთი პოლიტიზირებული, აქამდე არ მიმიღია მონაწილეობა არც ერთ პოლიტიკურ "გიხაროდენში" და ბევრად მეამაყება ჩემი თავი ასეთი კონკრეტული, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ზიან და შედეგებს ელოდებიან... ნუ ღელავთ, და ნუ იჩქარებთ ამ პოზიციის გამო ჩემს "ფრენდებიდან" ამოშლას, გაგრძელება იქნება... ვამზადებ ჩემი პირადი არგუმენტების უდიდეს სიას", - წერს მომღერალი. (სტილი დაცულია)