ვანდალებმა თელავში „ნადიკვარი“ დააზიანეს

ვანდალებმა თელავში „ნადიკვარი“ დააზიანეს

თელავში, კულტურისა და დასვენების პარკი "ნადიკვარი" დააზიანეს. დამტვრეულია ტერასები, ჩამსხვრეული და დაბზარულია შუშის მოაჯირები, განადგურებულია ამფითეატრის იატაკი და ეზოში არსებული სკამები.

მომხდარს ადასტურებენ თელავის მერიაში და აცხადებენ, რომ პარკი ვანდალებმა სხვადასხვა დროს დააზიანეს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს პარკის  ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდება.

"სამწუხაროდ, ასეთი ვანდალური შემთხვევები გვაქვს, რომლის დროსაც, მოსახლეობა, სამწუხაროდ, აზიანებს, არა მხოლოდ ნადიკვარზე, ქალაქის და მთლიანად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილს... სეზონისთვის ნადიკვარი უკვე სრულად განახლებული და აღდგენილი შეხვდება", - აცხადებს  თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ დასასვენებელ პარკში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება პრობლემას მეტნაკლებად მოაგვარებს.