„Linkin Park” ყველაზე პოპულარულია

„Linkin Park” ყველაზე პოპულარულია

ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, „Linkin Park” პირველი როკ ჯგუფი გახდა, რომლის ვიდეოკლიპებმაც „You Tube”-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა.

ამ შედეგის მიღწევაში მუსიკოსებს კომპოზიცია „New Divide” დაეხმარა, რომელიც საიტზე 131 მილიონჯერ დატრიალდა.

ჯგუფის უახლოესი კონკურენტები „Red Hot Chili Peppers” (327 მილიონი ნახვა) და „Green Day” (245 მილიონი) არიან.

„You Tube”-ს ხელმძღვანელების ცნობით, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუსიკოსი ამჟამად კანადელი ახალგაზრდა ჯასტინ ბიბერია (2.8 მილიარდი ნახვა).

მეორე საფეხურზე ლედი გაგაა, მესამეზე კი რიანა.