დიდ ბრიტანეთში „The Killers” გალიდერდა

დიდ ბრიტანეთში „The Killers” გალიდერდა

გუშინ გამოცემამ „Official Charts Company” წინა კვირის ბრიტანული მუსიკალური ალბომების მორიგი ჰიტ-აღლუმი გამოაქვეყნა.

რეიტინგის სათავეში ჯგუფი „The Killers” მოექცა. მუსიკოსების მიერ ჩაწერილი რიგით მეოთხე ალბომი „Battle Born” გაყიდვაში ათი დღის წინ გამოჩნდა და „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში მისი 94 ათასი ცალი გაიყიდა.

მეორე საფეხურზე ამერიკელი მომღერალი პინკის ბოლო სტუდიური ნამუშევარი „The Truth About Love” განთავსდა. ბოლო კვირის განმავლობაში ამ დისკის 80 ათასი ცალი გასაღდა.

მესამე ადგილზე ჯგუფი „Script”-ის ახალი დისკი „Number 3“ გავიდა.

საინტერესოა, რომ მეექვსე საფეხურზე მაიკლ ჯექსონის ალბომის „Bad” ახალი გამოცემა აღმოჩნდა.

კომპოზიციების ჩამონათვალში ჯგუფი „Script”-ის სიმღერა „Hall of Fame” ლიდერობს, მეორე „Example”-ს სინგლი „Say Nothing”-ია, მესამე პოზიციაზე კი სამხრეთ კორეელი მომღერლის Psy-ს კომპოზიცია „Gangnam Style” განთავსდა.