გიგი ნატმელაძემ, რომელიც მზად არის პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილს თირკმელი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს, ორი დღის წინ გამოხატა ბავშვისთვის დახმარების მზაობა. მას ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ნატმელაძის თქმით, მას ძალიან უყვარს პატარა ნიკოლოზი და მის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
"ოჯახიდან არავინ გამომხმაურებია. მზად ვარ, დავეხმარო. ზაფხულობით რაჭაში ჩემს მეზობლად ისვენებს ხოლმე ნიკოლოზი ოჯახთან ერთად და ძალიან მიყვარს. როგორც გავიგე, თავად ოჯახი ცოტა ჩამოუყალიბებელია. აპირებენ, დაახლოებით ორ თვეში ბულგარეთში წაიყვანონ და იქ შეიძინონ მისთვის თირკმელი. თუ ვინმე მიაწვდის ხმას, რომ მზად ვარ, უსასყიდლოდ დავეხმარო, ძალიან გამიხარდება“, - აღნიშნა "2020NEWS“-თან საუბარში გიგი ნატმელაძე.
გუშინ გიგი ნატმელაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის გამოაქვეყნა. "მზად ვარ გავიღო ჩემი თირკმელი სრულიად უსასყიდლოდ! ვარ სრულიად ჯანმრთელი. არ ვსვამ, არ ვეწევი! შემიძლია, ნებისმიერი ჯანმრთელობის ტესტის გავლა! მიაწვდინეთ ოჯახს ხმა და დამიკავშირდით აუცილებლად! (571909494).“
შეგახსენებთ, პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი, რომელიც ერთ დროს ტაძარში გადაღებული ვიდეოდან გაიცნო მთელმა ქვეყანამ, ახლა საავადმყოფოში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის. მას ჩვენი დახმარების იმედი აქვს.