ემერი:

ემერი: "ვფიქრობ, გუნდებს შორის ამხელა სხვაობა არაა"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "ლივერპულთან" 1:5 ანგარიშით წაგების შემდეგ განაცხადა, რომ ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, გუნდებს შორის ამხელა სხვაობა კლასში არაა.

"ცუდი შედეგი მივიღეთ. ეს იყო დიდი ტესტი და ვფიქრობ, რომ ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშისგან განსხვავებით გუნდებს შორის კლასში ამხელა სხვაობა არაა. მეტოქის საჯარიმოში შეღწევა რთული იყო. ასევე, გვჭირდება მეტი მუშაობა დაცვაზე, რადგან იმაზე მეტ გოლს ვუშვებთ რამდენის გატანაც გვინდა. შემდეგი მატჩი "ფულჰემთან" გვაქვს, ასე რომ ფსიქოლოგიურად რეაბილიტაცია უნდა მოვახდინოთ და გამარჯვება შევძლოთ." - განაცხადა მატჩის შემდეგ ემერიმ.

"არსენალს" 20 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება.