"გახარია პრემიერი ვერ გახდება, რომ გაუგონ, რასაც აპირებდა, მოიშორებენ, ჩამოვაგდებ იქიდან" - მეუფე იაკობი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორესკოპოსის, ბოდბელი მიტროპოლიტის, იაკობის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნება, მთავრობას ეკლესიასთან დიდი პრობლემა ექნება.

"გახარიასთან მე არ მაქვს ნორმალური ურთიერთობა. არ არის ისეთი რაღაცა, ვიღაცას რაღაცა ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. მარიხუანას კანონპროექტზე არ გეუბნებით. სხვა რამეა, რა თქმა უნდა. იცის თვითონ. კანონპროექტი არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამ რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

პატრიარქის ქორეპისკოპისი ტელეკომპანია "პირველისთვის" მიცემულ სკანდალურ  ინტერვიუში გიორგი გახარიას მოსკოვის კაცს უწოდებს. 

"გახარია ჩემთვის არ არის ის. ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ რა იმიდან. თვითონ შეხედოს, გახდება თუ არა პრემიერი. ვერ გახდება. თუ მაგი გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება“, – ამბობს პატრიარქის ქორეპისკოპოსი.