პატრიარქის ქორეპისკოპოსი ერთ-ერთ ბიზნესმენს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუმქრება, როგორც დღეს ტვ პირველთან ინტერვიუში მეუფე იაკობმა განაცხადა, სწორედ ეს ბიზნესმენი იყო მისული პატრიარქთან და გადადგომისკენ მოუწოდა. ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით ის პატრიარქისგან ნებართვას ელოდება, რომ ის ბიზნსმენი „ცემოს და ცუდ დღეში ჩააგდოს“:
„მე ვფიქრობ, არის ერთი ადამიანი, ბიზნესმენი, რომელიც უწმინდესთან მერე მიბრძანდა, ადრე ვთქვი, იმასაც ვიტყვი-მეთქი რომელი ბიზნესმენია. მან უთხრა- დაისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ნუ იქნებით, ის იქნებაო, კონკრეტულ პიროვნებაზე უთხრა. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი ფულიც აქვს გადახდილი, არავის არ ვაპატიებ მაგას. მაშინ რომ ვიყავი კვირიკაშვილთან და იმათთან, ზუსტად ეს ვუთხარი, არავის არ ვაპატიებ ამას-მეთქი. უწმინდესი სანამ არ მომცემს ნებას, რომ ვცემო, მაგრად ვცემო, მთელი ერის წინაშე ცუდ დღეში ჩავაგდებ იმას“- განაცხადა მეუფე იაკობმა.
იმის მიუხედავად, რომ მეუფე იაკობს ბიზნესმენის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, “ნიუპოსტის“ არქივში მოიპოვება სტატია, სადაც ექსპერტი გოჩა მირცხულავა საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გადადგომას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აიძულებს.