აფხაზეთში ბიტკოინების და სხვა კრიპტოვალუტების გამომუშავება აკრძალეს

აფხაზეთში ბიტკოინების და სხვა კრიპტოვალუტების გამომუშავება აკრძალეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ენერგოკრიზისის გამო, კრიპტოვალუტების მაინინგი აკრძალეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ე.წ. მთავრობამ მიიღო. როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის გამომუშავების გამო, ელექტროენერგიის ხარჯვა მკვეთრად გაზრდილია, რამაც აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია.

ე.წ. მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტის მაინინგით დაკავებული აბონენტების გამოვლენასა და მათი საქმიანობის აღკვეთაში ენერგოკომპანიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები დაეხმარებიან.