ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, კინორეჟისორმა ჯონ ბრიუერმა გამოჩენილი მუსიკოსი ბიბი კინგის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური სურათი გადაიღო.
ამ ფილმის სახელწოდებაა „BB King: The Life Of Riley”. ეს ნამუშევარი მსოფლიოს კინოთეატრებში მიმდინარე წლის ნოემბერში გამოჩნდება.
რეჟისორმა ბოლო ორი წელი ბლუზის მეფის გვერდით გაატარა. ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, 87 წლის მუსიკოსი თავს შესანიშნავად გრძნობს და აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა.
ჯონ ბრიუერმა ბიბი კინგის პირადი არქივი გულდასმით შეისწავლა და მრავალ ფოტოსურათს დოკუმენტურ ფილმში ვიხილავთ.
მაყურებლებს ბლუზმენის ცხოვრებაზე ცნობილი მსახიობი მორგან ფრიმენი მოუთხრობს. ფილმში შესულია კარლოს სანტანასთან, ერიკ კლეპტონთან, ბონოსთან, რინგო სტართან, ბონი რაიტთან და ბრიუს უილისთან ჩაწერილი ინტერვიუებიც.