1969 წლის 23 სექტემბერს ამერიკულმა გამოცემამ „Northem Star” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ამ გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით, 1966 წელს ბრიტანელი მუსიკოსი პოლ მაკარტნი ავტოკატასტროფაში დაიღუპა და „The Beatles”-ის წევრებმა ის ორეულით შეცვალეს.
საინტერესოა, რომ ამ ჭორმა საქართველოშიც ჩამოაღწია და მასზე დღემდე საუბრობენ.
1969 წლის 7 ნოემბერს მაკარტნიმ ჟურნალ „Life”-ს ინტერვიუ მისცა და საკუთარი გარდაცვალების ინფორმაციას ჟურნალისტების მონაჩმახი უწოდა.
„ეს ცნობა ალბათ იმიტომ გავრცელდა, რომ ჟურნალისტებთან რამდენიმე თვეა კავშირი არ მქონია. გარწმუნებთ რომ ცოცხალი ვარ, ოჯახთან ერთად ვიმყოფები და ახალ სიმღერებს ვწერ.“ - განაცხადა მუსიკოსმა.
ბრიტანული მას-მედიის იმდროინდელი ინფორმაციით, თავისი დაღუპვის ცნობა რომ მოისმინა მაკარტნი შესანიშნავ ხასიათზე დადგა. „უკვე მომკლეს? მშვენიერია. შემომხედეთ, ვგავარ კი მიცვალებულს?“ - ასეთი იყო მისი თავდაპირველი რეაქცია.