სოლსკიაერი:

სოლსკიაერი: "მანჩესტერის" თამაში პოგბას გარშემო შენდება"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი ამბობს, რომ გუნდს პოლ პოგბას გარშემო აწყობს. ფრანგი ფეხბურთელის მანჩესტერული ისტორია ნორვეგიელის გამოჩენის შემდეგ შეიცვალა.

სანამ „ოლდ ტრაფორდზე“ ჟოზე მოურინიო მუშაობდა, პოგბა სათადარიგო სკამზე იჯდა და გუნდის დატოვებას იანვარში უწინასწარმეტყველებდნენ. ახლა კი, ყველაფერი შეიცვალა.

„პოლი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის არამხოლოდ შეტევაში თამაშობს კარგად, არამედ ფიზიკურადაც ძლიერია და ორთაბრძოლების მოგება შეუძლია. ბრძოლას საფინალო სასტვენამდე არასდროს წყვეტს. ჩვენ გუნდს მის გარშემო ვაშენებთ, მაგრამ სხვა ხარისხიანი ფეხბურთელებიც ბევრი გვყავს“, - აღნიშნა სოლსკიაერმა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ნორვეგიელი „მანჩესტერს“ ავარჯიშებს, პოგბამ ორ თამაშში ორი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.