40 წლის წინ, 1972 წელს , მსოფლიოს კინოეკრანებზე გამოვიდა ფრენსის ფორდ კოპოლას მიერ გადაღებული მხატვრული ფილმი, რომელიც მარიო პიუზოს „ნათლიას“ მიხედვით იყო შექმნილი.
საინტერესოა, რომ კოპოლა რიგით მესამე კინორეჟისორი გახლდათ, რომელსაც კინოკომპანია „პარამაუნტის“ ხელმძღვანელობამ მიაკითხა. მანამდე ამ ადამიანებმა სერჯო ლეონე და პიტერ ბოგდანოვიჩი დაიწუნეს.
ვიტო კორლეონეს როლზე ჯეკ ნიკოლსონი, ორსონ უელსი, ლოურენს ოლივიე და ფრენკ სინატრა ისინჯებოდნენ. საბოლოოდ როლი მარლონ ბრანდოს ერგო.
ბრანდომ თავიდან კორლეონეს თამაშზე კატეგორიული უარი განაცხადა. „არ მსურს მაფიის განდიდება!“ - განაცხადა მსახიობმა სცენარის წაკითხვის შემდეგ. მის დასაყოლიებლად კოპოლას დიდი დრო და ენერგია დასჭირდა.
ბრანდომ, როგორც ყოველთვის სჩვეოდა, სრული სერიოზულობით მოჰკიდა ხელი ვიტო კორლეონეს როლს და პირველ ყოვლისა, მისი სახის გამოძერწვა დაიწყო.
ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მაყურებელმა დონ ვიტო კორლეონე „ყველა დროის საუკეთესო კინოგმირად“ დაასახელა.
ჯერ კიდევ გადაღებების დაწყებამდე კოპოლამ და პიუზომ სცენარიდან სიტყვა „მაფია“ შეგნებულად ამოიღეს. მამის დრამა და ვაჟიშვილის ტრაგედია - აი, რა არის, მათი აზრით, ფილმის მთავარი იდეა.
მაიკლ კორლეონეს როლი ალ პაჩინომ ბრწყინვალედ შეასრულა, ერთადერთმა მსახიობმა, ვისაც ამ ტრილოგიაში თამაშისთვის „ოსკარი“ ან თუნდაც მისი ნომინაცია არ რგებია.