"სოსიედადი" უმწვრთნელოდ დარჩა

სან სებასტიანის „რეალ სოსიედადი“ უმწვრთნელოდ დარჩა. როგორც ბასკური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ასიერ გარიტანო არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

გარიტანო „სოსიედადს“ 2018 წლის 24 მაისიდან წვრთნიდა. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება მისი მემკვიდრე, მაგრამ დროებით მწვრთნელად იმანოლ ალგუასილი დაინიშნა.

მიმდინარე სეზონს „სოსიედადი“ წარუმატებლად ატარებს. ლა ლიგაში 17 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.