იურგენ კლოპი:

იურგენ კლოპი: "ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ნიუკასლთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. თუმცა, გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ საჩემპიონო რბოლაში დასრულებული არაფერია და ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება.

„ნიუკასლთან“ კარგად ვითამაშეთ და უფრო მეტის გატანაც შეგვეძლო. „სიტის“ მატჩის ანგარიში მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როდესაც თამაში დასრულდა. ახლა მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ ჩვენს შეხვედრებზე მოვახდინოთ კონცენტრაცია. საჩემპიონო რბოლაში „ტოტენჰემი“, „ჩელსი“ და „არსენალიც“ მონაწილეობენ და ბოლო ტურამდე გაგრძელდება“, - განაცხადა კლოპმა.

19 ტურის შემდეგ პრემიერლიგას „ლივერპული“ ლიდერობს, რომელიც „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შესაბამისად 6 და 7 ქულით უსწრებს.