გიორგი ჩაკვეტაძე პირველია! - ქართველი ფეხბურთელი ბელგიის ტალანტებს შორის გამოკითხვაში ლიდერობს

გიორგი ჩაკვეტაძე პირველია! - ქართველი ფეხბურთელი ბელგიის ტალანტებს შორის გამოკითხვაში ლიდერობს

ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე voetbalnieuws.be-ის გამოკითხვაში, რომელიც ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ტალანტებს შორის ტარდებოდა, მეორე ადგილზე 20 პროცენტით იმყოფებოდა.

ამ წუთის მონაცემებით, სიტუაცია შეცვლილია და ქართველი ფეხბურთელი 78 პროცენტით პირველ ადგილს იკავებს. ის მეორე პოზიციაზე მყოფ სენდერ ბერგს 65 პროცენტით უსწრებს.

გამოკითხვაში უკვე 8000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.